English / ქართული / русский /
ცირა ცეცხლაძე
აჭარა, მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონი რეკრიაციული ტურიზმის მიმართულებით

ანოტაცია. ჩვენს მიერ დამუშავებულ სამეცნიერო ნაშრომში მნიშვნელოვანი ყურადღებაა დათმობილი იმის მტკიცებაზე,თუ რატომაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ტურიზმის, კერძოდ კი,რეკრიაციული ტურიზმის მიმართულება პრიორიტეტული.  არის საკვანძო საკითხები განხილული რეკრიაციული დანიშნულების ადგილისა თუ მათი გამოყენების თავისებურებებზე. ასევე ანალიზი არგუმენტირება დასკვინის სახით,თუ რატომ შეიძლება გახდეს რეკრიაციული ტურიზმი უფრო აქტიური სამომავლო პერსპექტივაში პანდემიის დაძლევის შემდგომ. 

შესავალი 

საქართველო არის ქვეყანა, რომლისთვისაც ტურიზმის ბიზნესი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს. ეკონომიკური მაჩვენებლები, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და პირდაპირი მნიშვნელობით საარსებო პირობების, ყოველდღიურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, ვიანაიდან ტურიზმია სწორედ ის მსხვილი მომსახურების ინდუსტირიული კომპლექსი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული.

ტურიზმის განვითარების მთავარი ბერკეტი კი მზა ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებაა, რომლითაც გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონი, ყველა გეოგრაფიული ზონა. ის კლიმატური თავისებურებები, რომლითაც საქართველო გამოირჩევა, იძლევა სხვადასხვა საკურორტო ინდუსტრიის განვითარების საშუალებას. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან იმ მინერალური წყლების სიმრავლე, რომლებიც ბალნეოლოგიური კურორტების განვითრების საუკეთესო საშუალებაა თავისი უნიკალური ღირებულებებით. 

*** 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტულ ღირებულებებზე სადაო არაა ის ფაქტი, რომ მას გააჩნია მნიშვნელოვანი რესურსული ტურიზმის არაერთი მიმართულებით განვითარების პოტენციალი. ზოგადად, ტურიზმის განვითარების დადებითი  ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც თავის შედეგებს, როგორც ვთქვით, ეკონომიკურ თუ სოციალურ მახასიათებლებში ავლენს, განსაკუთრებულად ღირებული ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ტურისტული მიმართულებებია აქტუალური და რა გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, ჩვენი აზრით, განხილვის თემად, პირველ რიგში, რეკრიაციული რესურსების დიდი პოტენციალი უნდა მივიჩნიოთ.

ბოლო, განსაკუთრებით სამი ათეული წლის განმავლობაში, ტურიზმის განვითარება რეგიონისთვის წარმოადგენს ეკონომკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს. აჭარამ, როგორც ტურისტულმა რეგიონმა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გადადგა, როგორც საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე თავისი ადგილის დასაკავებლად, ასევე შიდა ტურისტულ  ბაზარზე სტრატეგიულმა მოთამაშემ. ამიტომ, არაერთი მრავალფეროვანი ტურისტული რეკრიაციული მარშრუტების წარმოებით, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო და არის რეგიონი, მიუხედავად ბოლო ერთი წლის გლობალური შემაფერხებელი ფაქტორის, პანდემიის კოვიდ-19  ვირუსის გავრცელებისა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტულ-რეკრიაციული რესურსების მრავალფეროვნება გვაძლევს შესაძლებლობას, ტურისტულ ბაზარზე შევიდეთ სხვადასხვა ინოვაციური მარშრუტებით, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას, ჩვენი აზრით, გამოიწვევს შემდეგი ფაქტორები:

    1. ის, რომ აჭარას გააჩნია ის მთავარი ტურისტულ-რეკრიაციული ღირებულება, რაც მთა და ზღვის რესურსის გამოყენების შესაძლებლობაა ერთდროულად;

  2. რეგიონში არსებობს რეკრიაციული მიმართულებით ფუნქციური დანიშნულების კუთხით სამივე მიმართულებით გამოსაყენებელი რესურსები:

  • · სამკურნალო;
  • · სპორტულ გამაჯანსაღებელი;
  • · კულტურულ-შემეცნებითი.

ეს მიმართულებები, ვფიქრობთ, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში, სამომავლო პერსპექტივაში მზარდი და მოთხოვნადი გახდება. პამდემიამ, როგორც ზოგადად, მსოფლიოს მოსახლეობას მიაყენა როგორც ფიზიკურ-მორალური, ასევე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელთა გამოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მედიცინას არა აქვს დასკვნა, თუ კოვიდგადატანილ პაციენტებში, რომლებსაც ვირუსმა დაუზიანა ფილტვები, სასუნთქი გზები და კიდევ ამოუცნობია შედეგები, რომლებიც შეიძლება გამოავლინოს სამომავლოდ. ეს გვაძლევს ძირითადად ჩვენი დასკვნის გაკეთების მთავარ შესაძლებლობებს, რომ რეკრეაციული ტურიზმი და რეკრეაციული რესურსების მოთხოვნილება განსაკუთრებულად გაიზრდება პანდემიის დაძლევის შემდეგ, ვინაიდან სამკურნალო, სარეაბილიტაციო თუ გამაჯანსაღებელი საჭიროებები აუცილებელი მოთხოვნადი და საჭირო გახდება მომხმარებელთა უმრავლესობისათვის. ასევე აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში, ნებისმიერი ვიზიტორისთვის პრიორიტეტი გახდება რეკრეაციული ტურიზმი, ვინაიდან ესაა სწორედ ის ტურისტული მიმართულება, რომელიც მათ დაეხმარებათ პანდემიით გამოწვეული ფიზიკური,   მორალური და გონებრივი სტრესის დაძლევაში.

    3. აჭარას გააჩნია ისეთი ღირებული საკუროტო ტურისტულ რეკრეაციული დანიშნულების ადგილები, როგორიცაა: ბეშუმი, ქობულეთი, მახინჯაური და თავად ბათუმი, ზემომთიანა აჭარა და დაცული ბუნებრიივი ტერიტორიები. ესაა იმ არასრული რეკრეაციული ღირებულებების ჩამონათვალი, რომლითაც შეგვიძლია სტრატეგიული ტურისტული მარშრუტების შეთავაზება, რეკრიაციული ტურიზმის მომხმარებლებისათვის.

 4. ასევე აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონისათვის მისი ფლორა და ფაუნა წარმოადგენს რეკრეაციული ტურიზმისათვის მორგებული ტურისტული მიმართულების, ეკოლოგიური ტურიზმის, განვითარების კარგ საშუალებას.

   5. რეკრეაციული ტურიზმის განვითარება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მაღალმთიანი რეგიონებისათვის,  რესურსების მრავალფეროვნება როგორც სამკურნალო, ისე სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-შემეცნებითი მიმართულებით, გამოირჩევა თითქმის ყველა ადმინისტრაციული ერთეული: ქედა, შუახევი, ხულო თუ ქობულეთი.

მაღალმთიანი რეგიონების პრობლემები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სახით კლასიფიცირდება, გამოიხატება უმუშევრობის კრიტიკულ შედეგებში. შემოსავლების სიმცირე, დასაქმების პრობლემები, ბაზრის არარსებობა ადგილობრივი წარმოების პროდუქტისათვის, უკიდურესად სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა, რომლის თვითმიზანი გახდა სოფლების დატოვება და თავის გადარჩენისათვის დიდი ქალაქებისაკენ მოძრაობა, ესაა სწორედ კიდევ ერთი უდიდესი პრობლემის, სოფლების დაბერების,  დაცარიელების, სამწუხაროდ, განადგურების ნიშანი.

რა თქმა  უნდა, ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს იმ არასრული პრობლემების ჩამონათვალს, რომელთა გადაწყვეტასა და დაძლევაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ტურიზმმა  შეასრულა და ეს ძალიან კარგად ჩანს, პანდემიის დადგომამდე, სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებში.

დღეისათვის მსოფლიო გლობალური პრობლემის კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, მისი გავლენა საქართველოს მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ასეთია: მშპ - ერთ სულ მოსახლეზე 2020 წლის მაჩვენებლებით, კვარტლების მიხედვით ჩანს, თუ რამდენად დიდი დარტყმა იყო და არის პანდემიის პროცესები ეკონომიკის განვითარებისათვის. 

მშპ - ერთ სულ მოსახლეზე

წლები

2017

2018

2019

1-2020

2-2020

3-2020

4-2020

2020

მშპ-ს რეალური ზრდა პროცენტებში

4.8

4.8

5.0

2.3

-13.2

-5.6

-6.8

6.2

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 

რაც შეეხება უმუშევრობის დონე 18 ,5 %, ხოლო  ინფლაციის დონე 7,2 %. ეს მაჩვენებლები მიგვანიშნებს, თუ რამდენად დიდი და გლობალური პრობლემის წინაშე ვდგავართ და რამდენად მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის შემუშავება, ეკონომიკურ დარგთა ერთიანი კომპლექსური განვითარების სტრატეგიის მიდგომით და რაც, მეტად მნიშვნელოვანია. ტურიზმის ბიზნესის პირდაპირი მნიშვნელობით გადაწყობა და მორგება   პანდემიის რეგულაციებზე.

ამჟამად საქართველოში ყალიბდება მოსახლეობის გაჯანსაღების კომპლექსური სისტემა, რომელმაც უნდა მოიცვას:

ü ტერიტორიების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, იმ სახსრების გა- მოყენებით, რომელიც მიმართული იქნება სამრეწველო წარმოების ეკოლო- გიიზაციისაკენ;

ü მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლება შრომის ანაზღაურების ამაღლების ხარჯზე და პენსიონერებისა და ბევრი სხვა, ნაკლებად უზრუნვეყოფილი, ჯგუფების სოციალური უზრუნველყოფა;

ü ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, გამოვლენილი დაავადებების წინააღმდეგ;

ü საკურორტო-გამაჯანსაღებელი, ტურისტული და სპორტული ორგანიზაციების სოციალური გარანტიებისა და სოციალური დაცვის ერთიან სისტემაში ჩართვა;

ü რეგიონული სტრუქტურების გაძლიერება, ჯანდაცვის განვითარების და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება, ტურიზმის ეგიდით.

სოციალური გაგებით შეიძლება აღმოვაჩინოთ პირდაპირი კავშირი მოსახლეობასა და მათი ჯანმრთელობის შენარჩუნების პირობებს შორის. როგორც ვხედავთ, აქ აუცილებლად გავდივართ ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე, როგორც საქ- მიანობის განსაკუთრებულ სფეროზე, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჯანმრთე- ლობის დაცვასა და სხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას.

საწყის ეტაპზე შეიძლება არც კი არსებობდეს პირდაპირი კავშირი ტურიზმის განვითარებასა და ახალი ადგილების ათვისებას შორის. თუმცა, თუ დავეყრდნობით ადამიანთა  კანონიერ უფლებას დასვენებასა  და  ფასიან  შვებულებაზე,  მიგრანტები წარმოადგენენ ქვეყნის დემოგრაფიული ფონდის მუდმივ შემავსებელ ბლოკს.  ნახაზი  1 (დემოგრაფიული...2021).  

ახაზი 1. მიგრაციული სალდო (ათასი კაცი).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021 

მოსახლეობის კეთილდღეობის საერთო დონის ამაღლება, მოსახლეობის ეკო- ნომიკურად აქტიური ნაწილის შევსება სხვა ქვეყნის მიგრანტებით და სხვა ფაქტორებით, მოსახლეობის ტურიზმში მზარდი ჩართულობის მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ.

ტურიზმის პოტენციურ მონაწილეებად შეიძლება ჩაითვალოს  მოსახლეობის შედარებით უზრუნველყოფილი ფენა, ე.წ. ,,საშუალო ფენა“. საქართველოში საშუალო ფენის ფორმირების პოტენციური ბაზა დიდია, მაგრამ მთავარ დამაბრკოლებელ ფაქ- ტორს წარმოადგენს მოსახლეობის არც ისე მაღალი შემოსავალი, ეკონომიკური დარ- გებისა და რეგიონების კრიზისი. საქართველოში საშუალო კლასის ფორმირებისა და ტურისტული მომსახურების გამოყენების სფეროების გაფართოებისთვის ტურიზმი მეტად შესაფერის სფეროს წარმოადგენს. ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ტენდენციაა ტურისტების რიცხვის ზრდაც (ხანდაზმული ადამიანების ხარჯზე პანდემიამდე). 

დასკვანა 

ამრიგად, მოვერგოთ პანდემიის რეგულაციებს და თან ვმართოთ ქვეყანაში არსებული სხვა სოციალურ-ეკონომიკური თუ დემოგრაფიული პრობლემები, მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს, სახელმწიფოს მიერ  მარეგულირებელი პოლიტიკისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით.

ამ კუთხით სწორედ ტურიზმია და კერძოდ, რეკრიაციული ტურიზმი ჩვენი  რეგიონის განვითრების, მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანის, მნიშვნელოვანი საშუალება. ჩვენი რესურსული პოტენციალი კარგი შესაძლებლობაა, შემდეგი დადებითი ტენდენციების მისაღებად:

  • · ერთი მხრივ, ტურიზმის ბიზნესი დაუბრუნდეს თავის დანიშნულებას დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნილებები, სასურველი ხარისხიანი მომსახურებით შესაბამისი ფასით;
  • · მეორე, რეკრიაციული ტურიზმი კარგი შესაძლებლობა იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მთელი რიგი დაგროვილი პრობლემების გადალახვაში, როგორებიცაა: დასაქმება, სამუშაო ადგილების გაჩენა, შემოსავალი, მსყიდველობითი უნარიანობა, ბაზარი ადგილობრივი წარმოების პროდუქტისათვის. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი ჩართულობის შესაძლებლობა, ვიზიტორების მიღება -მასპინძლობის პროცესში;
  • · მესამე, ის, რომ რეკრეაციული ტურიზმი რესურსების მრავალფეროვნების ხარჯზე იქნება, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება, სხვა მიმართულებებთან ერთად, ისევ დაიბრუნოს თავისი ადგილი აჭარამ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, აუცილებელი რეგულაციების დაცვითა და უსაფრთხო ტურისტული გარემოს შექმნით, ისევ მივიღოთ უცხოელი ვიზიტორები და დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი, როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, თავისი ღირებულებებით, პანდემიის შემდგომ ეტაპზე  სახელმწიფოს ხელშეწყობითა და კერძო  ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი მოქმედებით, მოსახლეობის მაღალი ჩართულობით  მიაღწევს  იმ საჭირო  განვითრების ტენდენციას, რომელიც რეგიონს მისცემს საშუალებას,  გადალახოს პანდემიით გამოწვეული  პრობლემები და დაძლიოს პანდემიის შემდგომი კრიზისი, რაც აისახება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ, სავალუტო-ფინანსურ, სოციალურ, დემოგრაფიულ, მოსახლეობის ფასიქოლოგიურ და ცნობიერების მაჩვენებლებზე.

  ცნობიერება, ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაღლილობა, ამას დამატებული ჯანმრთელობის პრობლემები მოსახლეობასთან საჭიროებს კომპლექსური მუშაობის ჩატარებას, რომ დაუბრუნდეთ ნდობა ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიისადმი, გაუჩნდეთ სურვილი ჩაერთონ პროცესში, თავისუფალი დროის გატარების, დასვენებისა და სულიერი ძალების  აღდეგენის აუცილებელ საშუალებად მიიჩნიონ რეკრეაციული ტურიზმის სხვადასხვა მიმართულება, მათი საჭიროების შესაბამისად (სამკურნალო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი თუ კულტურულ-შემმეცნებითი).

მნიშვნელოვნად საკვანძო საკითხია ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზღვისპირა  რეგიონის და ასევე მთიანი   საკურორტო დანიშნულების ადგილების, მოამზადონ  ქვეცნობიერად, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია   ვიზიტორების (შიდა თუ გარე) გაზრდას, მათი სოციალურ-ეკონომიკური, ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ  კერძო სექტორთან  მოსახლეობის აქტიური ჩართულობის კუთხით, მოახდინოს მეთელი რიგი ხელშემწყობი ღონისძიებების, ახალი მიდგომებით გაჯერებული ინოვაციური ტურისტული პროდუქტებითა და ინოვაციური მომსახურების სერვისების მიწოდებით ახალი პროექტების დანერგვას შეუწყოს ხელი.

ჩვენის აზრით კი, ხელშემწყობი ღონისძიებები თავის თავში უნდა მოიცავდეს, როგორც ფინანსური, ისე სხვა მარეგულირებელი გარემო ფაქტორების მორგებას ტურიზმის ბიზნესზე (სამართლებრივი, სოციულური, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური). თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ,,ახალი" ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის შექმნის კვალდაკვალ რეკრეაციული ტურიზმის  პრიორიტეტულობის განსაზღვრით მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი რეკრეაციული პოტენციალი, რესურსების სახით, არის სავიზიტო ბარათი  იმისა, რომ ისევ იქნება ,,დიდი ტურიზმი", რომელზედაც დავეყრდნობით როგორც ერთ-ერთ მომგებიან და მაღალრენტაბელურ  დარგზე. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. მიქაშავიძე. ვ: სალექციო კურსი ,, საქართველოს რეკრიაციული რესურსები" ტურიზმის ფაკულტეტი 2018

2. გოგელია.მ, ცეცხლაძე ც. ,,თანამედროვე დემოგრაფიიული ტენდენციების გავლენა ტურიზმზე. ჟურ. ,,სოციალური ეკონომიკა" 2021

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლისკის სტატისიკის სახელმწიფო დეპარატამენტის მასალები 2021

4. აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის კვლევები და მასალები 2018-2020